Saturday, November 15, 2008

საცდელი პროექტი ,,ერთი თავი კარგია, ორი-უკეთესია”

პროექტის სახელი
GERN საცდელი პროექტი ,,ერთი თავი კარგია, ორი-უკეთესია”


პროექტის მოკლე აღწერა-1-2 წინადადებით
მოსწავლეები ახსნიან რა შეიძლება იგულისხმებოდეს ,,ერთი თავი კარგია, ორი-უკეთესია” ციტატის ქვეშ. ისინი იმსჯელებენ და გააკეთებენ დასკვნას, რომ მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, რომ ორი ადამიანი უფრო იოლად გააკეთებს იმ საქმეს, რომლის გაკეთებაც ერთ ადამიანს გაუჭირდება.

პროექტის სრული აღწერა
მოსწავლეები დაასახელებენ მაგალითებს ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსულიდან როცა ქვეყნის მეფეები ნმიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის, თუ რაიმე პრობლემის გადაჭრის დროს აზრს მრჩეველებს, ერთგულ ჯარისკაცებს, საქმის მცოდნე ადამიანებს ეკითხებოდნენ და გადაწყვეტილებას ისე ღებულობდნენ. მოსწავლეები სხვადასხვა მაგალითების მოყვანით მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ყველა პრობლემას თითოეული უკეთ გაართმევს თავს თუ გვერდით ერთგული ადამიანი ეყოლება, ამით ისინი სწავლობენ ერთმანეთის დაფასებას, სიყვარულს, მოსმენას. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების მაგალითებზე დაყრდნობით მოსწავლეები ავლებენ პარალელებს, ზეგავლენასა და აზრის თავზე მოხვევას და ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებებს შორის. აკეთებენ საკუთარ დასკვნას. ადგენენ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ტრანსფარატებს, მოწოდებებს, ნახატებს. ინფორმაცია განათავსდება ინტერნეტში.


მონაწილეთა ასაკი/კლასები
12-18 წელი

ვადები/ხანგრძლივობა
ექვსი თვე (იანვარი-ივნისი)
მასწავლებლის გადასაწყვეტია


პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება დასმულ საკითხთან მიმართებაში, დისკუსიის, კითხვების დასმის ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის გზით.


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები აცნობიერებენ და აკეთებენ დასკვნას, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ერთგული გვერდში მყოფი მეგობარი, რომ არ უნდა იყო თვითდაჯერებული უნდა შეგეძლოს სხვისი აზრის და რჩევის გათვალისწინება. აცნობიერებენ და აკეთებენ შედარებებს სხვადასხვა-დროის პოლიტიკურ ლიდერებში ამ თვისებების მეტ-ნაკლებობის და მსჯელობენ მის დადებით და ან უარყოფით მხარეებზე.


სარგებელი სხვებისათვის
მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს, იღებენ გამოცდილებას, სწავლობენ მეგობრის ფასს.

ენა - ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორიის კურსიდან იხსენებენ საქართველოს მეფეების ცხოვრებას, მათ მრჩეველებს, მათი მოღვაწეობის პერიოდში თვითნებური თუ სხვისი რჩევით მიღებული გადაწყვეტილებების დადებით და უარყოფით მხარეებს. ქართული ლიტერატურიდან ადგენენ აზრთა კონებს-იხსენებენ ანდაზებს რომელიც თემის შინაარსს შეესაბამება. სამოქალაქო განათლებიდან ავლებენ პარალელს-პოლიტიკოს ლიდერებთან და ადგენენ სქემას იმ თვისებების შედგენით რომელიც უნდა ახასიათებდეს პოლიტიკოს ლიდერს და აკეთებენ შედარებებს თანამედროვე და ისტორიული პიროვნებების დიქტატორულ და ტოლეტანტულ თვისებებზე. რა როლი ეკისრებოდა და ეკისრება მათ საქმიანობაში მრჩეველთა ინსტიტუტს.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა
nananoselidze@gmail.com

პროექტის ფორუმი
http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea7710d

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
http://friendship73.blogspot.com/